მოგესალმებათ ტურისტული კომპანია „Like Travel”-ი.
„Like Travel”-ი გთავაზობთ სასიამოვნო დასვენებას და დაუვიწყარ გართობებს საქართველოს ფარგლებში. გაგაცნობთ საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს. ჩვენთან ერთად ნახავთ საქართველოს ულამაზეს კუთხეებს, დატკბებით ბუნების ზღაპრული სილამაზით, გაგაოცებთ ძველ ციხე-სიმაგრეთა სიდიადე, ქართული მონასტრები, რომელთა უმრავლესობა მთის მწვერვალებზეა აღმართული. ისიამოვნებთ ქართული სტუმარ-მასპინძლობით, ნაციონალური კერძებითა და ნატურალური ქართული ღვინის დაგემოვნებით.
„Like Travel”-ი გთავაზობთ როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ ტურებს, თქვენი გემოვნების გათვალისწინებით, უმაღლესი მომსახურებით, კომფორტული ტრანსპორტითა და გიდით. თქვენ გექნებათ საშუალება აირჩიოთ ნებისმიერი ტიპის ტურები: კულტურული, სათავგადასავლო, ექსტრემალური, მომლოცველობითი, სამთო-სათხილამურო, ეკო და ღვინის ტურები. და ეს ყველაფერი თქვენთვის ხელმისაწვდომ ფასად. მოგზაურობის პერიოდში თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით უსაფრთხო პირობებითა და საუკეთესო მომსახურებით. ტურის შედგენისას გათვალისწინებული იქნება თქვენი სურვილები, რაც მოგანიჭებთ მეტ კმაყოფილებას.
მოგემსახურებით როგორც კერძო პირებს, ასევე, ორგანიზაციებს, მოგიწყობთ დაუვიწყარ ტურებს, იყავით ჩვენთან ერთად და გაიხალისეთ ცხოვრება, გეპატიჟებით და მოხარული ვიქნებით თქვენთან შეხვედრით.
უღრმესი პატივისცემით „Like Travel”-ის ადმინისტრაცია.