ეკლესია დარბაზულია (10 X 6,15 მ), ნაგებია ძირითადად მუქი წითელი ფერის აგურით, წყობაში ჩართულია ნატეხი და რიყის ქვაც. ამ ადგილას იყო ამილახვრების საბაჟო და ყოველი გამვლელი (ჩვეულებრივი მგზავრისა და მეომრის გარდა) იხდიდა გადასახადს, ძირითადად იბეგრებოდნენ ვაჭრები, რომლებსაც საქონელი გადაჰქონდათ. ამიტომ დამკვიდრდა აქ ხურდა ფულის გადაყრის ტრადიცია.
Eklesia