ფირმა „ჰაიდელბერგ დრუკმაშინენ აგ“ დაარსდა 1850 წელს და არის მსოფლიოში წამყვანი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს საბეჭდი დანადგარების წარმოებას და უკავია მსოფლიო ბაზრის დაახლოებით 40%. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ქ. ჰაიდელბერგში, გერმანია. კომპანია სთავაზობს თავის მომსახურებას დაახლოებით 200 000 კლიენტს მსოფლიოს 170 ქვეყანაში 250 კომერციული ოფისის საშუალებით. ესენი არიან სხვადასხვა დონის სტამბები: დაწყებული პატარა ოჯახური ბიზნესიდან და დამთავრებული სახელმწიფო მასშტაბის მედიაჰოლდინგებით.