Uncategorized

საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი

Paolo iashvili 22, 0105 Tbilisi

About

ახორციელებს ფსიქოთერაპიის ევროპული სტანდარტის პროგრამით სწავლებას.

Tags : #Education

Location :
Paolo iashvili 22, 0105 Tbilisi

Opening Hours

  • Monday 10:00 - 19:00
  • Tuesday 10:00 - 19:00
  • Wednesday 10:00 - 19:00
  • Thursday 10:00 - 19:00
  • Friday 10:00 - 19:00
  • Saturday -
  • Sunday -

Description

ინფორმაცია „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის“ შესახებ

„საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი“ www.gestalt.ge საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით, ფსიქოთერაპიის სფეროში , ევროპაში ინტეგრირებული პირველი პროფესიული ინსტიტუტია.

მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, დიმიტრი უზნაძის პრემიის ლაურეატი, ევროპაში EAGT აკრედიტებული გეშტალტ თერაპევტი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი, რომელმაც საქართველოში შემოიტანა გეშტალტ ფსიქოთერაპიული მეთოდი და პირველი ქართულენოვანი ორიგინალური სახელმძღვანელოს „ექზისტენციალური გეშტალტ თერაპია“ ავტორია.

„საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი“, საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით, ფსიქოთერაპიის სფეროში, ევროპაში ინტეგრირებული პირველი პროფესიული ინსტიტუტია, რომელსაც უკვე ჰყავს პირველი 2016 წლის გამოშვება და ევროპული აკრედიტაციის/ლიცენზიის მფლობელი კურსდამთავრებულები. იხილეთ საერთაშორისო აღიარების მქონე ფსიქოთერაპევტთა ჩამონათვალი EAGT საიტზე:
http://www.eagt.org/joomla/index.php/2016-02-25-22-21-15/list-of-members/individual-eagt-members

საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში მაღალკვალიფიციურ, აკადემიურ დონეზეა დანერგილი ფსიქოთერაპიის შესწავლის ევროპული პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი კვალიფიკაციის პროფესიონალთა მომზადებას და საქართველოდან გაუსვლელად, მათ ევროპაში აკრედიტებას ისახავს მიზნად; რაც გულისხმობს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მუშაობის შესაძლებლობას და მიღებული პროფესიული კვალიფიკაციის საერთაშორისო აღიარებას.

პროგრამა დამტკიცებულია ევროპაში - EAGT-ის მიერ. კურსის კურატორია - EAGT სასწავლო სტანდარტების კომისიის თავჯდომარე - პროფ. ნურით ლევაი (Nurith Levi). პროგრამას ახორციელებენ ევროპაში EAGT/EAP აკრედიტებული ფსიქოთერაპევტები.

ტრენერთა გუნდი:

პროფ. დიმიტრი ნადირაშვილი
ჯგუფის ფსიქოთერაპევტი - საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის გენერალური დირექტორი
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში გეტალტ თერაპიის მიმართულების ფუძემდებელი, სახელმძღვანელოს ავტორი, EAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, EAGT კვლევის საერთაშორისო ჯგუფის წევრი, დ. უზნაძის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, შ. რუსთაველის სახ. ეროვნული სამეცნიერო ფონდის ექსპერტი, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.

პროფ. ნურით ლევაი (Nurith Levi) - ისრაელი
საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის ფსიქოთერაპიის სასწავლო ევროპული პროგრამის კურატორი
EAGT ტრენინგ-სტანდარტების კომისიის თავჯდომარე, ფსიქოლოგიის დოქტორი, თელავივის Bar-Ilan უნივერსიტეტის პროფესორი ემერიტუსი - გეშტალტ პროგრამის აკადემიური დირექტორი, ბავშვთა დაცვის ეროვნული საბჭოს მრჩეველი, ისრაელის გეშტალტ თერაპევტთა ასოციაციის თავჯდომარე.

პროფ. ჰანა შერლერი (Hanna Scherler) -
კლივლენდის (აშშ) გეშტალტ ინსტიტუტის წარმომადგენელი; ევროპაში EAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი; EuroPsy სერტიფიცირებული ფსიქოთერევტი; EuroPsy სერტიფიკცირებული ფსიქოლოგი, კლინიკური ფსიქოლოგიის დოქტორი /ა შ.შ. სანტა ბარბარას უნივერსიტეტის /Fielding Graduate University Santa Barbara სადოქტორო ხარისხი/, სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი.

პროფ. მარინა პერეპელიცინა
გეშტალტ თერაპიის ფრანგული სკოლის, სერჟ გინგერის მოსწავლე; ევროპაში EAGT და ვაშინგტონში აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის დოქტორი პროფესორი, „გეშტალტის რუსული სკოლა“ - დირექტორი

პროფ. რიჩარდ (დიკ) ლომპა - (Dick Lompa) - ჰოლანდია
ფსიქოლოგიის დოქტორი, EAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, სუპერვიზორი; იზიდორ ფრომის, ლორა პერლზისა და მირიამ პოლსტერის მოსწავლე; მიდლსექსის უნივერსიტეტის ტუტორი, ნიდერლანდის გეშტალტ ინსტიტუტის NGC მთავარი ტრენერი, NVAGT წევრი.

პროფ. თეა გოგოტიშვილი
ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი, EAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი; EAGT კვლევის საერთაშორისო ჯგუფის წევრი; წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის პროფესორი; დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი; საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; ფსიქოლოგიის მეცნიერების საერთაშორისო გაერთიანებაში (IUPsyS) საქართველოს წარმომადგენელი

პროფ. ტომაშ რებეტა - პოლონეთი
EAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, სუპერვიზორი, ვარშავის გეშტალტ ინსტიტუტის დამფუძნებელი.

მხოლოდ „საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში“ :

1. ისწავლება და ხორციელდება „კვლევა გეშტალტ თერაპიაში“; „განწყობის თეორიის პრაქტიკული გამოყენება გეშტალტ თერაპიაში“ (საავტორო სპეც-კურსი, შემუშავებული პროფ. დიმიტრი ნადირაშვილისა და პროფ. თეა გოგოტიშვილის მიერ);
3. სტუდენტები გადიან პროფესორის ასისტირების პრაქტიკას საუნივერსიტეტო სივრცეში;
4. სტუდენტები მონაწილეობენ სამეცნიერო კონფერენციებში;
5. ტარდება ღია ლექციები და ვორქშოფები სტუდენტების ჩართულობით.

საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი, არის ერთადერთი ცენტრი საქართველოსა და კავკასიაში, რომელიც ჩართულია საერთაშორისო - EAGT სამეცნიერო კვლევის ჯგუფში.

ევროპული სტანდარტის შესაბამისად, პროგრამაში მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე პირები - ნებისმიერი სპეციალობით. ფსიქოლოგების გარდა, სხვა პროფესიის წარმომადგენლები გაივლიან სპეც. კურსს და შეისწავლიან იმ დისციპლინებს, რომელთა ცოდნა, როგორც საბაზისო განათლება სავალდებულოა ევროპული EAGT ფსიქოთერაპიის სასწავლო სტანდარტის მიხედვით.

პროგრამა შედგება 3 საფეხურისაგან:
პირადი ფსიქოთერაპია;
თეორია და მეთოდოლოგია;
კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიით.

მე-2 საფეხურზე (სწავლის დაწყებიდან - 2 წლის შემდეგ) პროგრამის მონაწილეები, იღებენ საერთაშორისო სტანდარტის გეშტალტ პრაქტიკოსის ცენზს და იწყებენ ფსიქოთერაპიულ პრაქტიკას სუპერვიზიით.

სასწავლო პროგრამის განრიგი, შესაძლებელს ხდის სწავლისა და მუშაობის შეთავსებას.

სწავლა მიმდინარეობს ქართულ ენაზე. სასწავლო განრიგი შედგენილია შაბათ-კვირის გამოყენებით. ტრენინგ-სემინარების ხანგრძლივობაა 3-5 დღე თვენახევრიანი შუალედებით. სწავლა მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაურეკოთ ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორს, პროფ. თეა გოგოტიშვილს 599 556 146

2 Reviews

  • Anynomous
    23 June 2020

    დღეს, 19.00 ზე!

    report this review
  • Anynomous
    17 June 2020

    ☝️17 ივნისი გეშტალტთერაპიის დღეა საქართველოში! გილოცავთ გეშტალტმოყვარულებს, სტუდენტებს, გეშტალტთერაპევტებს და განსაკუთრებულად კი -

    👑 გეშტალტთერაპიის საქართველოში შემომატანს, კავკასია-საქართველოში ერთადერთი EAGT ევროპაში აკრედიტებული ფსიქოთერაპიის სასწავლო ინსტიტუტის დამფუძნებელს და ხელმძღვანელს, განწყობის ფსიქოლოგიის ახალი გეშტალტთერაპიული კონცეფციის ავტორს და მსოფლიოში გამავრცელებელს, დიმიტრი უზნაძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურიატს, EAGT და EAP სერტიფიცირებულ ფსიქოთერაპევტს, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ Dimitri Nadirashvili-ს!

    report this review

Rate & Write Reviews