Holly place
მდებარეობდა სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზე – იგი იცავდა შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალ მნიშვნელოვან გზას. ისტორიულ წყაროებში ციხეს პირველად `მატიანე ქართლისაის~ ავტორი იხსენიებს დემეტრე აფხაზთა მეფისა (967-975 წწ.) და მისი ძმის თეოდოსს შორის წარმოებულ ბრძოლებთან დაკავშირებით. თეოდოსმა დახმარება სთხოვა ძამის ხეობის გამგებელს ადარნასეს. ძამის მთავარმა თავის რეზიდენციაში – ძამის ციხეში შეიფარა თეოდოსი. `მაშინ დემეტრე მეფემან მიგზავნა ლაშქარი თვისი, მოადგეს ციხესა ძამისასა და ჰბრძოდენ სამ თუე ოდენ~. ბოლოს ადარნასე ძამელი და თეოდოსი იძულბულები გახდნენ დანებებოდნენ დემეტრეს.
ულამაზესი ადგილია, კარგი ადამიანებით და ლამაზი ხედით. ქართლის გადასახვევიდან ხეობაში უნდა შემოხვიდეთ.
კავკასიონი მოჩანს მონასტრიდან, ულამაზესია. ეს ადგილი უნდა ნახოთ. მონასტერი შენების პროცესშია, მძიმე მარხვის დღეების გარდა ღიაა და შეგიშვებენ. შორტრებით კაცები და შარვლოთ ქალბატონები არ დაიშვებიან.